|
დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
NQ Hospitality Management Group
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
"NQ Hospitality Management Group", რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება), ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ენერგიულ საოპერაციო მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, პროცესების ეფექტურ მართვას და მაღალი სტანდარტით მომსახურებას.
ვაკანსია: საოპერაციო მენეჯერი (ანბანის კოშკი/ Alphabet Tower)
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** ანბანის კოშკის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა და კონტროლი
** ობიექტის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და ოპტიმიზაცია ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
** თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაო გრაფიკების შედგენა, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შრომითი დისციპლინის კონტროლი
** სტუმართა მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა, მონიტორინგი და კონტროლი;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესყიდვების დაგეგმვა, მარაგების კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია
** საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება, ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობასთან რეპორტინგი
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან (ფინანსები, ტექნიკური სამსახური, უსაფრთხოება, მარკეტინგი) ეფექტური თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოპერაციო მენეჯერის ან შესაბამის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში
** ოპერაციული პროცესების დაგეგმვისა და მართვის ძლიერი უნარები
** თანამშრომელთა მართვის, ლიდერობისა და მოტივაციის უნარი
** მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ფინანსური პროცესების საბაზისო ცოდნა (ხარჯების კონტროლი, მარაგები, ანგარიშგება)
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო მენეჯერის ან შესაბამის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში
** ოპერაციული პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის პრაქტიკული გამოცდილება
** თანამშრომელთა მართვის, მოტივაციისა და ეფექტური კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და შენარჩუნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მომხმარებელთან პროფესიული და ეთიკური კომუნიკაციის უნარი
** ფინანსური პროცესების საბაზისო ცოდნა (ხარჯების კონტროლი, მარაგების მართვა, ანგარიშგება)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nqhospitality.com.
სათაურის ველში მიუთითეთ: "საოპერაციო მენეჯერი - ანბანის კოშკი"
|
|
|
|