საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს პროექტ "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისათვის" მეორე ფაზას (RDYE II). პროექტი ხორციელდება "ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის" (International Partnerships Austria) დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სკაპი" (SCapp) და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" (Socar).
პროექტი RDYE II ხორციელდება ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებს და ფარავს შემდეგ 21 მუნიციპალიტეტს: რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო, ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური.
"მერსი ქორფსი" RDYE II პროექტის ფარგლებში აცხადებს დაინტერესებული ორგანიზაციების შერჩევას აჭარასა (ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო) და გურიაში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური). პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები ადგილობრივ დონეზე განახორციელებენ პროექტის სამიზნე ჯგუფის, 18-35 წლის ახალგაზრდების, მობილიზებას და მათი საინფორმაციო შეხვედრებსა თუ საბაზისო სამეწარმეო ტრენინგებში ჩართულობის უზრუნველყოფას. პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან განსახორციელებელი საქმიანობის დეტალური აღწერა მოცემულია დანართში (Scope of Work/სამუშაოს ფარგლები).
დაინტერესებულ ორგანიზაციებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და ორგანიზაციის პროფილი შემდეგ ელფოსტაზე: rdye@mercycorps.org
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სიტყვა "Partnership" და იმ მუნიციპალიტეტის ან მუნიციპალიტეტების დასახელება, რომლებზეც განაცხადს აკეთებთ.
განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 10 იანვარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის წარმოდგენისას გაითვალისწინოთ, რომ:
სამოტივაციო წერილი უნდა იყოს მაქსიმუმ 2 გვერდი და ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ორგანიზაციის ინტერესს მოცემული დავალების მიმართ, შესაბამის გამოცდილებას და პროექტისადმი ერთგულებას.
ორგანიზაციის პროფილი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის ზოგად აღწერას, მათ შორის მის მისიას, ძირითად საქმიანობებს, სამიზნე ჯგუფებს, გამოცდილებას, სტრუქტურას.
|