Робота для біженців з України
საინფორმაციო სივრცის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო სივრცის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ენერგო-პრო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო სივრცის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი/სათაო ოფისი

მოვალეობები:

** ინფორმაციული მომსახურების გაწევა ვიზიტორებისთვის
** კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა შეკითხვაზე პასუხის გაცემა
** ვიზიტორთა გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან. სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება
** ვიზიტორთა ოფისში დაშვება და რეგისტრაცია
** ოფისში შემოსული მომხმარებლისთვის შესაბამის სამსახურებთან შეხვედრის ორგანიზება
** კომპანიაში დასაქმებული (სათაო ოფისში მივლინებული) თანამშრომლების რეგისტრაცია/დაშვება
** მომხმარებელთა მოსაცდელ სივრცის (ფოიეში) წესრიგის მონიტორინგი

სასურველი კვალიფიკაცია:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაციის ძლიერი უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა. დამატებით სხვა, ნებისმიერი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ენერგეტიკის მიმართულებით განათლება ჩაითვლება უპირატესობად

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე