|
დასახელება:
აკადემიური თანამდებობები - მედიცინა
|
| მომწოდებელი:
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
2025 წლის 15 დეკემბრიდან "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის" მედიცინის სკოლის "მედიცინის" ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, ცხადდება კონკურსი სულ 22 საშტატო ერთეულზე:
პროფესორი: 8 საშტატო ერთეული:
** 4 კლინიკური მეცნიერებების მიმართულებით
** 4 სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით
ასოცირებული პროფესორი: 8 საშტატო ერთეული:
** 4 კლინიკური მეცნიერებების მიმართულებით
** 4 სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით
ასისტენტ-პროფესორი: 4 საშტატო ერთეული:
** 2 კლინიკური მეცნიერებების მიმართულებით
** 2 სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით
ასისტენტი: 2 საშტატო ერთეული (სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით).
წარსადგენი დოკუმენტები:
** პირადობის მოწმობის ასლი;
** CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** შესაბამისი სამეცნიერო, დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე);
** ცნობა შესაბამისი კლინიკური საქმიანობის შესახებ.
** ცნობა პედაგოგიური გამოცდილების შესახებ;
** ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) ან ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
** სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართულ კლინიკურ სპეციალობებში;
** შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" და ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ " (წინამდებარე პუნქტში მოხსენიებული ცნობების წარდგენა სავალდებულოა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასავლის შემთხვევაში).
აკადემიური მოთხოვნები კლინიკური მეცნიერებების მიმართულებით:
** პროფესორი: მინიმუმ 6 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, 9 წლიანი კლინიკური გამოცდილება
** ასოცირებული პროფესორი: მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, 5 წლიანი კლინიკური გამოცდილება
** ასისტენტ პროფესორი: მინიმუმ 3 წლიანი კლინიკური გამოცდილება
** ასისტენტი: დოქტორანტი კლინიკური სპეციალობის მიმართულებით
აკადემიური მოთხოვნები სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით:
** პროფესორი: მინიმუმ 6 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
** ასოცირებული პროფესორი: მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
** ასისტენტ პროფესორი: მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
** ასისტენტი: შეირჩევა დოქტორანტი საკვლევი თემის მიმართულებით;
შერჩევის პროცესი: კანდიდატები შეფასდებიან საკონკურსო კომისიის მიერ, რაც მოიცავს:
** დოკუმენტაციის შესწავლა-პირველად შეფასებას;
** გასაუბრებას;
** საბოლოო გადაწყვეტილებას.
განაცხადების მიღება:
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ელფოსტაზე: HR@eastwest.edu.ge.
გამოგზავნის ბოლო ვადა 2026 წლის 15 იანვარი.
დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის" ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურს, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. 68ბ
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 30 იანვარს.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
|
|
|
|