Робота для біженців з України
ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი - კასპი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი
მომწოდებელი: ლუკოილ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

მას შემდეგ კომპანია მუდმივად აფართოებს საქმიანობას როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორაციულ სექტორებში. საწვავის იმპორტისა და რეალიზაციის გარდა, კომპანია საქართველოში "ლუკოილის" საავტომობილო ზეთების იმპორტსაც უზრუნველყოფს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვა.

ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კასპი

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ანაზღაურება: 1400 ლარი.
** სადაზღვევო პაკეტი;
** კვარტალური ბონუსები;

ძირითადი მოვალეობები:

** მენეჯერი უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის შეუფერხებელ ფუნქციონირებას;
** ნავთობპროდუქტების რეალიზაციას და აღნიშნულზე კომპანიის მიერ დამტკიცებული ანგარიშების წარმოებას;
** ორგანიზებას და კონტროლს უწევს მასზე დაქვემდებარებული ავტოგასამართი სადგურის პერსონალის მუშაობას;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან ეკონომიკური განხრით)
** სავაჭრო სფეროში სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და სისწრაფე.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lukoil.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: ჩამსხმელი ოპერატორი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 999 444

პერსონალური მონაცემების დაცვის შენიშვნა:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დაცვის სრული დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე