|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
მეტრო ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
კომპანია "Metro Georgia", რომელიც ძირითადად ცნობილია ავტობუსების სამგზავრო მომსახურებით, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული/შეთანხმებით;
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა
** ფინანსური დოკუმენტაციის წარმოებისა და ანგარიშგების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე
** გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი და პროფესიული განვითარების ინტერესი
სამუშაო მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება
** შემოსავლისა და ხარჯების კონტროლი
** ხელმძღვანელობასთან რეგულარული ფინანსური ანგარიშგება
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** გრძელვადიან თანამშრომლობას
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ქვემოთ მითითებულ მისამართზე hr@metro360.ge განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა 15.01.2026-მდე.
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|