Робота для біженців з України
არქიტექტორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ჯევერს ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ბათუმი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3. / ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. 50
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00-16:00 (ერთსაათიანი შესვენებით), კვირაში 6 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
** არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება;
** მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** პროექტის შესაბამისად, შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
** სრული პასუხისმგებლობა მშენებლობის ნებართვების მიღებამდე და პროექტების მიმდინარეობისას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** AutoCAD, Revit, Archicad, SketchUp, Rhino, 3D Max, Adobe Suite ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (არქიტექტორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე