|
დასახელება:
დამლაგებელი
|
| მომწოდებელი:
Lab32
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
სტომატოლოგიური ლაბორატორია "LAB32" ეძებს პასუხისმგებლობიან და მოწესრიგებულ დამლაგებელს გუნდში, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ლაბორატორიის სრულყოფილ სისუფთავესა და სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობას.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 4ა
ძირითადი მოვალეობები:
** აღჭურვილობის ზედაპირების და საერთო ფართების ყოველდღიური სველი წესით დამუშავება და დეზინფექცია.
** სანიტარული ზონების მოვლა: სველი წერტილების, სამზარეულოს და დასასვენებელი სივრცეების სისუფთავის შენარჩუნება.
** იატაკის დამუშავება: იატაკის დაგვა, სველი წესით წმენდა და პერიოდული ღრმა წმენდა.
** ნარჩენების მართვა: ჩვეულებრივი და (საჭიროების შემთხვევაში) სპეციალური ლაბორატორიული ნარჩენების სწორად და უსაფრთხოდ განკარგვა და გატანა.
** მარაგების კონტროლი: დასუფთავების საშუალებებისა და ჰიგიენური მარაგების (საპონი, ქაღალდი და ა.შ.) დროული შევსება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო ან ლაბორატორიულ გარემოში).
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია (ლაბორატორიის სპეციფიკიდან გამომდინარე).
** სამუშაო გრაფიკის და პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უნარი.
** ფიზიკური გამძლეობა და ენერგიულობა.
** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა (ქიმიურ საშუალებებთან მუშაობისას).
ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ და მეგობრულ გარემოს
ანაზღაურება განისაზღვრება სამუშაო საათების მიხედვით: კვირაში 20 სთ. მუშაობის შემთხვევაში 600 ლარი, 40 საათის შემთხვევაში 1500 ლარამდე. (40 სთ-ის შემთხვევაში მოლაპარაკების საფუძველზე)
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ ამ ვაკანსიით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 598225606
|
|
|
|