Робота для біженців з України
სენსორული თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სენსორული თერაპევტი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურს სენსორული თერაპევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის/მოზარდის ადაპტაციური ფუნქციონირების ან/და სენსორული პროფილის შეფასება
** საჭიროებების განსაზღვრა;
** წლიური გეგმის შესაბამისად სენსორული თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, ენისა და მეტყველების თერაპიის ან ფსიქოლოგიის დისციპლინის მაგისტრი/ბაკალავრი;
** სენსორულ თერაპევტად მუშაობის გამოცდილება;
** სენსორული თერაპიის სპეციალური ტრენინგის ან სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთი;
** სენსორული პროფილის შეფასების ინსტრუმენტის ან კითხვარის ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** სამუშაო გამოცდილება
** მოტივაცია
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 1 იანვარი

რეზიუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com. "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სენსორული თერაპევტი".

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად გამოგზავნილი რეზიუმეების მიხედვით შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებაზე.

** * ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა, ასევე მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ ბავშვთა/პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე