|
დასახელება:
სამშენებლო პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ანკო
|
|
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
"ანკო" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"ანკო" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს მრავალფუნქციური, ინდუსტრიული და საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობას. ვეძებთ გამოცდილ სამშენებლო პროექტის მენეჯერს, რომელიც სრულად მართავს პროექტის დროში, ბიუჯეტში და ხარისხში შესრულებას.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტის სრული მართვა — დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი.
** გეგმარების, არქიტექტურული და საინჟინრო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა.
** სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების მონიტორინგი.
** სამშენებლო გუნდის, ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მართვა.
** ბიუჯეტირების, ხარჯების კონტროლის და მასალების დაგეგმვის პროცესი.
** ხარისხის კონტროლი, ტექნიკური ზედამხედველობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
** რისკების იდენტიფიკაცია და გადაჭრის გზების დანერგვა.
** პროექტის პროგრესის ყოველკვირეული ანგარიშგება მენეჯმენტთან.
** ადმინისტრაციულ უწყებებთან, ზედამხედველობასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია.
** პროექტის მიღება-ჩაბარების და დასრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება — სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა ან დაკავშირებული სფერო.
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვაში (სასურველია საცხოვრებელი/კომერციული კომპლექსები).
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა.
** AutoCAD, MS Project, Excel და სხვა ტექნიკური პროგრამების ცოდნა.
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.
** უნარი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის.
** გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** ლიდერული უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ყურადღება დეტალებზე და ლოგიკური აზროვნება.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პროაქტიურობა.
** შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე (გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "სამშენებლო პროექტის მენეჯერი"): hr@anko.ge.
|
|
|
|