|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.
საბითუმო ვაჭრობასთნ ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.
თერმო ცენტრი გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2000 ლარი (net).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისის ადმინისტრაციული პროცესების მართვა, შიდა დოკუმენტაციის ორგანიზება;
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარის იდენტიფიცირება (საკანცელარიო ნივთები, ჰიგიენური საშუალებები) შეკვეთა, მიღება და განაწილება;
** შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინაცია, საკონფერენციო ოთახების მომზადება;
** კომპანიის სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება;
** კორესპონდენციის მიღება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** ოფისის დაზიანებული ინვენტარის შეცვლის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** სასურველია, უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი."
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|