Робота для біженців з України
სამედიცინო ისტორიების რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ისტორიების რეგისტრატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
"კლინიკა ენმედიცი" აცხადებს სამედიცინო ისტორიების რეგისტრატორის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ. N3 (ყოფილი - წინანდლის ქ. N9-11)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება, რეგისტრაცია;
** სამედიცინო ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება
** ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო ბარათების აღრიცხვა

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 800 ლარი

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე