Робота для біженців з України
შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა N9
გამოქვეყნდა: 15/12/2025
ბოლო ვადა: 24/12/2025
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური პერსონალით.

მოვალეობები:

** შესასყიდი ობიექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევის კოორდინაცია, კონტროლი და აღნიშნულ პროცესში უშუალო მონაწილეობა;
** სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა-ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემა;
** გაფორმებული ხელშეკრულებების ვადისა და შესყიდვის ობიექტების რაოდენობის კონტროლი;
** განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების უზრუნველყოფა, კოორდინაცია და კონტროლი;
** შესყიდვების განყოფილების უფროსთან შესყიდვების და მასთან დაკავშირებული თანხების მოძრაობის პერიოდული, ანგარიშის წარდგენა;
** სხვა სამსახურებრივი ფუნქციებისა და დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით "შემსყიდველ ორგანიზაციაში";
** სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word; Excel; Outlook; PowerPoint);
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე