Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 45 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ნატახტრის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 08:00-20:00 და 12:00-24:00 დღეგამოშვებით
** დასვენების დღეები: ყოველი მეორე დღე
** ანაზღაურება: 1000 ₾ + ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლის დახმარება დარბაზში წონის პროდუქციასთან
** სავაჭრო დარბაზის პროდუქციით შევსება
** ზრუნვა სარეალიზაციო პროდუქციის ვადებსა და ხარისხზე

მოთხოვნები: თავაზიანი მომსახურების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ან, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 23 33 25.

მარკეტის გახსნის საორიენტაციო თარიღია: 20.12.2025-20.01.2026 წელი

გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე