|
დასახელება:
უფროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
უნისონი
|
|
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უფროსი იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (ხელშეკრულებები, ოქმები, განცხადებები და სხვა)
** საჯარო და კერძო პირებთან კომპანიის სახელით წარმომადგენლობა;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა/კონსულტაციების გაწევა;
** ორგანიზაციის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის დროულად მიწოდება;
** კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის საჭირო სამართლებრივი და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** სასამართლო, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში კომპანიის საქმეებთან დაკავშირებით მონაწილეობა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა კომპანიის თანამშრომლებისათვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების დროული ინფორმირება ორგანიზაციის წესებსა და შიდა ნორმატიულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებების დროული განხორციელება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი);
** ადვოკატის მოწმობა (ადმინისტრაციულ-სამოქალაქო მიმართულებით);
** სასამართლო პროცესებში ჩართულობის კუთხით გამოცდილება;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატივიანობა;
** სიახლეების სწავლის უნარი;
** პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი იურისტი".
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|