Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო Radisson RED Tbilisi Old Town
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
Radisson RED ეძებს სერვისის თანამშრომლებს: მიმტანებს.

ჩვენ გეძებთ შენ! შენ შეუერთდები ჩვენს საოცარ გუნდს Radisson RED-ში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველი და გამორჩეულია, თავისი უნიკალური კონცეფციითა და სტილით!

რას გთხოვთ?

** კვების და სასმლის სერვისში გამოცდილება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** პროაქტიური მიდგომა საქმის მიმართ
** სტუმართმოყვარეობის სიყვარული
** შემოქმედებითი გადაწყვეტილებების პოვნის უნარი დაკისრებული მოვალეობებისა და ამოცანების გათვალისწინებით
** ჩვენ ველით რომ იქნებით გულწრფელი!

ძლიერი კომუნიკაციის უნარი

როგორ მიხვდე ხარ თუ არა RED სტილის მქონე ადამიანი?
უნდა იყოთ ინოვაციური, კრეატიული, აჩვენოთ პოზიტიური აზროვნება და გიყვარდეთ გამოწვევები. ხართ თვითმოტივირებული და გიყვართ სტუმრები? იყავი ბუნებრივი, ჩვენ ვაფასებთ ამას და არ შევეცდებით შენს შეცვლას, გპირდებით!

გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, გიყვართ საკუთარი თავის გამოხატვა და ხართ გატაცებული მუსიკით, ხელოვნებით და მოდით? მაშინ შენ ჩვენ გვჭირდები!

რას გთავაზობთ?

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემებს;
** რეფერალური სისტემა;
** საერთაშორისო ბრენდის გამოცდილებას;
** საერთაშორისო სტანდარტების სწავლებას;
** 30%-50% ფასდაკლებას ნებისმიერ Radisson Hotel Group ობიექტზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fit pass;
** კვებას;
** თიმბილდინგ და წამახალისებელ აქტივობებს;

** მოდი ისეთი, როგორიც ხარ, გაიღიმე და გახდი ის, ვინც ესალმება ისე, როგორც არავინ. დაივიწყე სცენარი და გაწერილი შაბლონები.
** დაივიწყეთ ჩარჩოები, იყავით გაბედული.

გახდი Radisson RED-ის გუნდის წევრი!

შემოგვიერთდით და გახადეთ ყოველი წამი მნიშვნელოვანი და აქციეთ Radisson RED ქალაქში მთავარ და უნიკალურ ადგილად!

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr.tbilisi@radissonred.com

გამოხმაურებისას აუცილებლად მიუთითე პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე