Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: დოპამინი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
სადისტრიბუციო კომპანია "დოპამინი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, თბილისი
განაკვეთი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი - 10:00 - 19:00;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, არასრული უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ ან საოფისე პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Outlook) კარგი ცოდნა
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების, ელ.ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო არხებით შემოსული მოთხოვნების მიღება, დამუშავება და შესაბამის პირებთან გადამისამართება
** ოფისში ვიზიტორების დახვედრა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება
** მომხმარებლებისთვის საჭირო ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება
** ინვოისების გამოწერა და ფინანსურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა
** პარტნიორ ორგანიზაციებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
** საოფისე ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობების ორგანიზება და მხარდაჭერა
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@dopamine.ge

ელ.ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე