Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 14 იანვარი
შპს "ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ადმინისტრაციული მენეჯერი.

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული მენეჯერი ხელს უწყობს სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეებსა და ფინანსურ მენეჯერს სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტაში.
** უზრუნველყოფს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას და სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და შენახვას;
** უზრუნველყოფს მასწავლებელთა პირადი საქმეების წარმოებას და სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და შენახვას;
** სკოლის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სკოლის კორესპონდენციის და საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებას, დახარისხებას და შენახვას;
** ამზადებს სხვადასხვა სახის საქმიან კორესპონდენციას;
** მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში;
** აწარმოებს თანამშრომლების ელექტრონულ ბაზას;
** სისტემატურად ამოწმებს სკოლის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
** უზრუნველყოფს სკოლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე შემოსული ზარების პასუხს და მათზე შესაბამის რეაგირებას;
** უზრუნველყოფს მოსწავლეთა კანონიერ წარმომადგენლებთან ხელშეკრულებების გაფორმებას;
** უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
** უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ასრულებს დირექტორის სხვა უშუალო დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქმიან დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დეტალების მიმართ ყურადღება;
** ოპერატიულობა და აქტიურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას ინოვაციურ და საერთაშორისო გარემოში;
** კრეატიული პროექტების განხორციელების საშუალებას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას (სამუშაო დღეებში - სასკოლო კალენდრის თანახმად);
** 50%-იანი ფასდაკლება სწავლის საფასურზე (თქვენი შვილის ჩვენთან სწავლის შემთხვევაში).

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 117
** ანაზღაურება: 1500 - 1875 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: diana.khajishvili@gasb.edu.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 14 იანვარი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე