Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო მანუფაქტურა
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
14-ნომრიანი ბუტიკური სასტუმრო "მანუფაქტურა" ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებელ მენეჯერს.

სამუშაოს აღწერა: მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს ყოველდღიური ოპერირების მართვაზე, მომსახურების ხარისხის კონტროლსა და სტუმრებისთვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაზე.

ვთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 1800-2000 ლარი (გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** ნომრებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის ხარისხის კონტროლი
** საუზმის ორგანიზება და ხარისხის მონიტორინგი
** მომსახურე პერსონალის კოორდინაცია და კონტროლი
** სტუმრების მიღება, საჭიროებების მართვა და უკუკავშირის დამუშავება
** საოპერაციო პროცესების გამართულად წარმართვა
** რეზერვაციებისა და ანგარიშგების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასტუმროში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის უნარი და სტუმარზე ორიენტირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა — აუცილებელია
** სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა (მაგ.: OtelMS) — აუცილებელია
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel, Word და სხვ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: l.buzaladze82@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე