Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ივენთივ
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
კომპანია "Eventive Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანია "Eventive Georgia" (https://eventive.ge) არის წამყვანი Full-Scale Event Management Company, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2019 წლიდან.

გაყიდვების წარმომადგენელი იზრუნებს ახალი კლიენტების მოზიდვასა და კომპანიის პროდუქტების გაყიდვებზე საერთაშორისო ბაზრებზე. პოზიციაზე მივესალმებით გაყიდვების მიმართულებით კარგი გამოცდილების მქონე, კომუნიკაბელურ, პრეზენტაბელურ, აქტიურ, განვითარებასა და მიღწევაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო, ლვოვის ქ. #95)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
მივლინებები: სხვადასხვა გამოფენებსა და ღონისძიებებზე. უმეტესად საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 NET + ბონუსი რეალიზებული პროექტებიდან (ძირითადი შემოსავალი ივარაუდება ბონუსით და მნიშვნელოვნად აღემატება ფიქსირებულ ანაზღაურებას)
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტების გაყიდვების პროცესის წარმართვა;
** კომპანიის გაყიდვების გეგმების და სტრატეგიის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
** პოტენციური კლიენტების ბაზებზე მუშაობა, მათი მოძიება, წარმოება/დამუშავება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა, კომპანიის პროდუქტების გაცნობა-შეთავაზება, კომუნიკაციის წარმოება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა და/ან წარმართვა;
** ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა/დასწრება, კომპანიის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების პროცესის დაგეგმვის და წარმართვის კარგი ცოდნა, უნარი და ინტუიციური აღქმა;
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასტუმროს, ტურიზმის და/ან ივენთ მენეჯმენტის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია ივენთ მენეჯმენტის და ტურისტული სფეროს და პროდუქტების ცოდნა;
** სასურველია მარკეტინგის მიმართულებით ცოდნა და/ან სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოების, პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი და ცოდნა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე;
** მოლაპარაკების წარმოების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი და ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე info@eventive.ge არაუგვიანეს 15 იანვრისა.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე