Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი / ბოლო ვადა: 13 იანვარი
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიებს მერჩენდაიზერის თანამდებობაზე ქსელურ ობიექტზე თბილისში

შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Filadoro, Glamur Parex, Dalan და ა.შ

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა
** პროდუქციის ფასის და ვადების კონტროლი;
** სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დამატებითი უნარები:

** პუნქტუალური
** ენერგიული
** მიზანდასახული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური

მდებარეობა: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36 ბ

** სამუშაო საათები: 9:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა)
** ანაზღაურება: 1000 ლარი

კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს "ჯეოსტარი"
-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შპს "ჯეოსტარი "კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე