|
დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს ბრენდ მენეჯერის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული, პრიორიტეტული ბრენდის პორტფელის მართვა & მათი განვითარება.
** პორტფელში არსებული ბრენდის გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა კვირეულ ჭრილში, კონკრეტული აქტივობებისა & ბრენდის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე.
** ბრენდის ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის გარშემო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი გაყიდვების ზრდის სტიმულირებისათვის;
** ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** ბრენდის ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება, მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშვება და დანერგვა, შედეგების კონტროლი და შემდგომი ანალიზი;
** კონკურენტების ანალიზი, ბენჩმარკინგი, ბაზრის ანალიზი;
** მერჩენდაიზინგის მონიტორინგი;
** ფორკასტინგი და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** აუცილებელია მარკეტინგის მიმართულებით მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Excel, Power Point)
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** მოლაპარაკებისა უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 12 დეკემბერი.
|
|
|
|