Робота для біженців з України
სტაჟირება - ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტი
მომწოდებელი: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
ჩვენს შესახებ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა www.gcci.ge წარმოადგენს წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონეზე, აქვს ფართო პარტნიორული ქსელი და წარმოადგენს პალატების გლობალური ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს.

პალატას გაფორმებული აქვს ასზე მეტი მემორანდუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ და რეგიონულ პალატებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა პროფესიულ გაერთიანებებთან. ამ თანამშრომლობების საფუძველზე პალატა ადგილობრივ მეწარმეებს უქმნის მაღალეფექტურ პლატფორმას უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების დასამყარებლად, ბიზნეს წრეებს შორის კომუნიკაციის გასამყარებლად და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების მოსაძებნად.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას - ბიზნესისა და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტებში.

სტაჟიორის ანაზღაურება: 550 (დარიცხული)

სტაჟირების გავლის მსურველს უნდა ჰქონდეს:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს.

პალატა თავის მხრივ დაეხმარება შეიძინოს გამოცდილება:

** ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროექტების წარდგენაში, მონაწილეობის მიღებაში და განხორციელებაში;
** მეწარმე სუბიექტებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევაში;
** ახალი პროექტების/წინადადებების მომზადებასა და მონაწილეობაში (პროექტის არსი, მიზანი, შედეგი, ამოცანები, საკვანძო საფეხურები, ტექნიკური მოთხოვნები
, ბიუჯეტი და ა.შ);
** შეხვედრების, ტრენინგების, სემინარების, ორგანიზებაში;
** პრეზენტაციების მომზადებაში და წარდგენაში ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებაში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის;
** ქვეყნის შიგნით ბიზნესდელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენაში და ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებაში.

გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gcci.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ "სტაჟირება ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტი".

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2025 წლის 21 დეკემბერი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის, ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე