|
დასახელება:
3D ვიზუალისტი
|
| მომწოდებელი:
სტუდია 9
|
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
|
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
კომპანიის ვებგვერდი : http://www.studio9.ge/
"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას 3D ვიზუალისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების მაღალი ხარისხის 3D არქიტექტურული ვიზუალიზაციების შექმნა, კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით;.
** სრული სცენის აწყობა ნულიდან: მოდელირება, მასალების დამუშავება, განათება, კომპოზიცია, პოსტ ფროდაქშენი;
** არქიტექტორული სახელოსნოებისგან მიღებული გეგმის/ბრიფის ინტერპრეტაცია და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაწევა.
** საჭიროების შემთხვევაში კონცეფციის ალტერნატიული ვარიანტების შექმნა/შეთავაზება;
** რენდერის პროცესის ოპტიმიზაცია, დროის და რესურსების ეფექტური მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
** მსგავს პოზიციაზე 3+ წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა ძირითადი 3Ds Max, Corona Renderer, Photoshop;
** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (unreal Engine, Twinmotion);
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|