Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=685396&print=yes&view=jobs
 
ინვენტარის მძღოლი - თბილისი, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარის მძღოლი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინვენტარის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი - საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი. (ბონუსი: 200-300 ლარი)+

ინვენტარის მძღოლი უზრუნველყოფს მაცივრების, ქოლგების და სხვა მარკეტინგული ინვენტარის დროულ, უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და განთავსებას სავაჭრო ობიექტებში, დადგენილი წესებისა და კომპანიაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში ინვენტარის დროული მიწოდება;
** ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მართვა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** სატვირთო მანქანის გამართულობის კონტროლი და საჭიროებისას ავტო პარკის პასუხისმგებელ პირთან სწრაფი კომუნიკაცია;
** სატვირთო მანქანის ჰიგიენის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მანქანის მართვის პრაქტიკული გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: saguramojobs@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია