|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
გემრიელი რითეილი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
|
შპს "გემრიელი"-ის საფირმო მაღაზია "გემრიელი რითეილი" ეძებს პასუხისმგებლობიან, ენერგიულ და მოწესრიგებულ თანამშრომელს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 48. დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.
მთავარი მოვალეობები:
** მომხმარებელთა სწრაფი და მეგობრული მომსახურება
** სალარო ოპერაციების შესრულება (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება)
** გაყიდვებისა და დაბრუნებების აღრიცხვა
** სალაროს დღიური ანგარიშგების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ საშუალო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** საბაზისო კომპიუტერული ცოდნა
პირობები:
** მოქნილი გრაფიკი/ცვლებში მუშაობა
** სტაბილური დასაქმება და მეგობრული გარემო
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@gemrieli.com.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0 (341) 24 14 04
|
|
|
|