Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათი მუშაობა / 48 საათი დასვენება
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)
ადგილების რაოდენობა: 20
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15.12.2025
მდებარეობა: ქ.თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს და დროულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტერიტორიის უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** შენობისა და მიმდებარე პერიმეტრის მონიტორინგი;
** ცვლის დროული მიღება-ჩაბარება და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შემოწმება;
** დოკუმენტურად ჩაბარებული ქონების დაცვა;
** ტერიტორიაზე შემოსული ვიზიტორებისა და თანამშრომლების იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და სტანდარტული შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
** ხელბარგისა და ტექნიკური ინვენტარის დათვალიერება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
** აკრძალული ნივთებისა და მასალების შეტანის აღკვეთის უზრუნველყოფა;
** ინციდენტების შესახებ დროული ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** უსაფრთხოების შიდა რეგლამენტისა და დადგენილი სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
** ორგანიზებულობა.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დაცვის თანამშრომელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე