Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=685314&print=yes&view=jobs
 
ვიდეოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოგრაფი
მომწოდებელი: პანორამა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. კომპანიის პორტფელი აერთიანებს არქიტექტურულად და ხარისხობრივად გამორჩეულ ათეულობით პროექტს.

პანორამა ჯგუფში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ვიდეოგრაფის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდის და განვითარების დიდ შესაძლებლობას
** საინტერესო სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და კონკურენტულ ანაზღაურებას
** პოზიციის დასახელება: ვიდეო ედითორი (დისტანციური)
** სამუშაო ადგილი: დისტანციური
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი

მოკლე აღწერა:

ჩვენ ვეძებთ კრეატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ვიდეო ედიტორს, რომელიც პანორამა ჯგუფის მარკეტინგის გუნდთან ერთად შექმნის შთამბეჭდავ ვიზუალურ ისტორიებს, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა მრავალფეროვან პროექტებში და განავითაროს როგორც ტექნიკური უნარები, ასევე შემოქმედებითი ხედვა. შემოგვიერთდი, რათა ერთად გავაცოცხლოთ იდეები!

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ვიდეო მასალის შესაქმნელად;
** კონტენტის იდეების გენერაცია და გუნდის წევრებთან კოორდინაცია კონტენტის დაგეგმვის პროცესში;
** არსებული კონტენტის გაანალიზებით, კონტენტ სტრატეგიის გაუმჯობესება;
** კონტენტ კალენდრის შედგენა და კოორდინირება;
** ვიდეო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის საჭიროებების გათვალისწინებით;
** ბრენდის სტილში ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.);
** გადაღებული მასალის მონტაჟი.
** ვიზუალური და აუდიო შერწყმა: კადრების, მუსიკის, ხმოვანი ეფექტების და გრაფიკული ელემენტების ჰარმონიული კომბინირება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Premiere-ის, After Effects-ის ცოდნა;
** DaVinci Resolve-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითობასა და ტექნიკურ უნარებს;
** კარგი დროის მართვის უნარი, კრეატიულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის კულტურა
** AI ინსტრუმენტებთან მუშაობის ინტერესი/გამოცდილება: ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის შექმნისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის (მაგ., გენერაციული ხელოვნება, სცენარის დახმარება, კადრების გაუმჯობესება და ა.შ.).
** Reels-ის და მოკლე ვიდეოების ალგორითმის ცოდნა

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@panoramagroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია