Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=685223&print=yes&view=jobs
 
კომერციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

ამ ეტაპზე "მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელის "კოფისტას" კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Coffee shop-ის ყოველდღიური ოპერაციების მართვა/კოორდინაცია, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** გაყიდვების და კომერციული სტრატეგიის დაგეგმვა, მარკეტინგული სტიმულირების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
** გაყიდვების ანალიზი, ანგარიშგება და მაჩვენებლების მართვა;
** პროდუქტის ასორტიმენტის, ფასებისა და აქციების დაგეგმვა;
** კაფეს ქსელების გაფართოებაზე ზრუნვა, კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან და მომწოდებლებთან;
** ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტის ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება;
** მომსახურების სტანდარტების უზრუნველყოფა და გუნდის მუშაობის მართვა/მონიტორინგი;
** კომერციული საქმიანობის მხარდაჭერა;
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და ხარჯების კონტროლი
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოს შესწავლა/ ანალიზი.
** არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა და მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესში;

მოთხოვნები:

** განათლება- ბიზნეს ადმინისტრირების ან/ და ფინანსების მიმართულებით სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე ე.წ. HoReCa მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა ;
** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური/ან რუსული ენის ფლობა აუცილებელია;
** ანალიტიკური უნარები და კომერციული ხედვა;
** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვის და დელეგირების უნარი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-სამშაბათი; 9:00 -18:00;
** სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი.დ. სარაჯიშვილის გამზირი 39ა.
** განსაზღვრული რაოდენობის საწვავით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო;
** Fitpass-ის შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: mastercoffee.geo@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია