Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=685203&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს). "Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად მოწყობილ ელეგანტურ ნომერს. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ერწყმის თანამედროვე ელეგანტურობას. სასტუმრო "Glarros Old Town" აერთიანებს ძველი ქალაქის აურას და თანამედროვე დახვეწილ სტილს. ჩვენი უმთავრესი ღირებულება გულთბილი მასპინძლობა და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი დღეების შექმნაა.

სასტუმრო "Glarros Old Town" -ში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.

ვაცხადებთ ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკვები პროდუქციის შემოწმება, დაჭრა, დახარისხება და მომზადება შემდგომი გამოყენებისთვის სასტუმროში არსებული მენიუს შესაბამისად;
** ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება და შენახვა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** სამზარეულოს აღჭურვილობის სწორი გამოყენება;
** პროდუქციის ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესის წარმოება სასტუმროს წესებისა და რეგულაციების დაცვით;
** სურსათის უვნებლობის წესების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება მინ. 2 წელი;
** სასურველია HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
** კულინარიული კურსის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს;
** სამედიცინო დაზღვევას;
** ფიტპასს;
** კვებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე - e.machavariani@glarros.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town" მა, დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია