Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=684969&print=yes&view=jobs
 
ინგლისური/გერმანული/ფრანგული ენის მოწვეული მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური/გერმანული/ფრანგული ენის მოწვეული მასწავლებელი
მომწოდებელი: Lexicon
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
სასწავლო ცენტრი "Lexicon" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენების მოწვეულ მასწავლებელთა პოზიციებზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: კვირაში ორი დღე;
** სამუშაო საათები: 12:00-19:30.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უცხო ენის განვითარებული საუბრითი დონე და სწორი, ბუნებრივი აქცენტი;
** სწავლების პროცესის სტრუქტურირებულად და მოტივაციურად წარმართვის უნარი;
** მოსწავლეებთან კონსტრუქციული და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პირადი პასუხისმგებლობა, პროფესიული მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლების ენობრივი დონის შეფასება და დონეების შესაბამისად ჯგუფებად დაყოფა;
** სასაუბრო კურსების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიების გათვალისწინებით.

მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №23

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Lexicongeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია