Робота для біженців з України
გუნდის წევრი - თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გუნდის წევრი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე.

დასაქმდი სრული განაკვეთით და მიიღე ყოველთვიურ ხელფასთან ერთად ფიქსირებული ბონუსი!

აირჩიე შენთვის სასურველი რესტორანი:

** დიღომი - ამერიკის საელჩოსთან
** აღმაშენებლის ხეივანი
** სპორტის სასახლე
** გოთუა
** ორთაჭალა
** წერეთელი
** ვაკე

გუნდის წევრი მონაწილეობას იღებს რესტორნის ყოველდღიურ ოპერაციებში. მისი ძირითადი სამუშაო ფუნქციებია:

** რესტორნის სტუმართა თავაზიანი მომსახურება და სასიამოვნო გამოცდილების შექმნა;
** ბურგერებისა და სხვა პროდუქტების ბრენდის სტანდარტის მიხედვით მომზადება;
** საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და შიდა წესების დაცვა;
** სამუშაო სივრცისა და ლობის სისუფთავის უზრუნველყოფა;

ჩვენ გთავაზობთ:

** 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
** ტაქსით ტრანსპორტირება;
** დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ, გუნდის წევრი-ინსტრუქტორი-მენეჯერი;
** სამოტივაციო პროგრამები - თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, შიდა გუნდური კონკურსები, ექსკურსია და სხვა;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები;

ანაზღაურება:

** საათობრივია და ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარ საათების რაოდენობაზე;
** საშუალო ანაზღაურება სრული სამუშაო განაკვეთის დროს შეადგენს 1200-1500 ლარს (გადასახადების ჩათვლით);
** სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში (თვეში 160 საათი) - დამატებით ფიქსირებული ბონუსი 375 ლარი (გადასახადების ჩათვლით);

დამატებით:

** 23:00 - 06:00 მუშაობის პერიოდში განსაზღვრულია 75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
** ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შემთხვევაში განსაზღვრულია 50%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
** ოფიციალური დასვენების დღეს მუშაობის შემთხვევაში ორმაგი საათობრივი ანაზღაურება;
** საათობრივი ტარიფი მზარდია შიდა პოლიტიკით - პირველი გარანტირებული მატება მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ განხორციელდება;

ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით. მაღალი სამუშაო შეფასების დროს, საშუალო თვიური ანაზღაურების 75%.

სამუშაო პირობები: სრული სამუშაო განაკვეთი - მოქნილი გრაფიკი, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად შენზე.

შეავსე ანკეტა და აირჩიე შენთვის სასურველი რესტორანი შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/chat
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე