Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=684399&print=yes&view=jobs
 
გუნდის წევრი - დადიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გუნდის წევრი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე თბილისის ახალ რესტორანში დადიანზე!

გუნდის წევრი მონაწილეობას იღებს რესტორნის ყოველდღიურ ოპერაციებში.

მისი ძირითადი სამუშაო ფუნქციებია:

** რესტორნის სტუმართა თავაზიანი მომსახურება და სასიამოვნო გამოცდილების შექმნა;
** ბურგერებისა და სხვა პროდუქტების ბრენდის სტანდარტის მიხედვით მომზადება;
** საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და შიდა წესების დაცვა;
** სამუშაო სივრცისა და ლობის სისუფთავის უზრუნველყოფა;

ჩვენ გთავაზობთ:

** 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
** დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ, გუნდის წევრი - ინსტრუქტორი - მენეჯერი;
** სამოტივაციო პროგრამები - თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, თვის/წლის სადგურის საუკეთესო თანამშრომელი; გუნდური კონკურსები, ექსკურსია;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები;

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად შენზე.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, მარიკა ბაღდავაძის ქუჩა, N16 (დადიანი, მეტრო ნაძალადევის მიმდებარედ)

ანაზღაურება:

** საათობრივია და ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარ საათების რაოდენობაზე;
** საშუალო ანაზღაურება სრული სამუშაო განაკვეთის დროს შეადგენს 1200-1500 (გადასახადების ჩათვლით);
** საათობრივი ტარიფი მზარდია შიდა პოლიტიკით - პირველი გარანტირებული მატება მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ განხორციელდება;

დამატებით:

** 23:00 - 06:00 მუშაობის პერიოდში განსაზღვრულია 75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
** ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შემთხვევაში განსაზღვრულია 50%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
** ოფიციალური დასვენების დღეს მუშაობის შემთხვევაში ორმაგი საათობრივი ანაზღაურება;
** ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით. მაღალი სამუშაო შეფასების დროს, საშუალო თვიური ანაზღაურების 75%.

შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/chat
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია