Робота для біженців з України
რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო განაცხადების განხილვა;
** საკრედიტო რისკების შეფასება და მართვა;
** საჭიროებისამებრ, კლიენტთან კომუნიკაცია;
** სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** ფიზიკური პირების დაკრედიტების რისკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით (სავალდებულოა);
** ანალიტიკური აზროვნებით;
** დეტალებისადმი ორიენტირებულს;
** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებით;

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო

სამუშაო საათები:

** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** შაბათი, მონაცვლეობით, 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - რისკების მენეჯერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე