Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=684309&print=yes&view=jobs
 
პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: ინვესტორი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
კომპანია "ინვესტორი" ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას პრისეილერი/სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

კომპანიის მოთხოვნები და პირობები:

** ანაზღაურება + ბონუსი: გამოცდილებისა და შეთანხმების საფუძველზე
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00, შაბათი მოკლე სამუშაო დღე
** ადგილმდებარეობა: აკ. წერეთლის გამზ. 116;

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@investor.com.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 577 595 222

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია