|
დასახელება:
ტენდერი ბავშვთა საკვები პროდუქტების შესყიდვაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
|
თანდართული ფაილი:
684262_List_3665145.zip
|
"ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" სტანდარტული პროექტი აცხადებს ტენდერს ბავშვთა საკვები პროდუქტების შესყიდვაზე.
"ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს ბავშვთა საკვები პროდუქტების მომწოდებელ კომპანიებს ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრების (N1 და N2) და დღის ცენტრის ბენეფიციართა, ბავშვთა საკვები პროდუქტებით მომარაგების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი პროდუქტების ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტების ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (კომპანიის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ხარჯთაღრიცხვა (ერთეულის ფასში გათვალისწინებული უნდა იქნას ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით.
მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქონლის მიწოდების ადგილი:
1) "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" - ქ. ქუთაისი, 4600, ჰერმან გმაინერის ქ.#4 ;
2) ქუთაისი; თბილისის ქუჩა მეათე შესახვევი N5
თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მოწოდებისა და საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ბავშვთა კვება", ასევე, თქვნი კომპანიის სახელწოდება.
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 03 დეკემბერი 13:00 სთ.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ. #4
ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
|
|
|
|