|
დასახელება:
დისპეტჩერი
|
| მომწოდებელი:
ლოტუსი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
შპს "ლოტუსი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ:
შპს ლოტუსი წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებად ტაქსოპარკს თბილისში, რომელიც მართავს ასზე მეტ ავტომობილს და ორიენტირებულია სერვისის ხარისხზე, ეფექტურ მენეჯმენტსა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** 100-ზე მეტი ავტომობილის ყოველდღიური მონიტორინგი GPS სისტემისა და ტაქსოპარკის შიდა პლატფორმის გამოყენებით
** მძღოლების კონტროლი, მხარდაჭერა და კოორდინაცია 24-საათიან ცვლაში.
** დარღვევების აღმოჩენა და დროული რეაგირება (მაგ. სიჩქარის გადაჭარბება, წესების დაუცველობა და მძღოლების არაკეთილსინდისიერების გამოვლენა)
** ბრძანებების გადაცემა და დროული კომუნიკაცია მძღოლებთან
** ცვლაში მუშაობის გეგმის დაცვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება
** სისუფთავის, ფორმისა და მანქანის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი მონიტორინგის ჯგუფთან კოორდინაციით
** პრობლემური შემთხვევების მენეჯმენტთან გადაცემა და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება დისპეტჩერის ან მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ტექნოლოგიური პლატფორმების ათვისების უნარი (GPS, Microsoft, TSheets ან ანალოგიური)
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ქართულ ენაზე გამართული წერა და მეტყველება, რუსული ან ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები:
** ცვლაში მუშაობა - 24 საათი ყოველ მესამე დღეს (ერთ ცვლაში მუშაობს ორი დისპეტჩერი)
** მუშაობა თანამედროვე ოფისიდან თბილისში (ა. ბელიაშვილის ქ. 57)
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და მზარდი ბონუს სისტემა1600 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.
** სამუშაო ტექნიკით უზრუნველყოფა
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და წვდომა ტრენინგებზე.
დამატებითი უპირატესობები:
** გამოცდილება ტაქსოპარკთან ან ლოგისტიკურ კომპანიასთან მუშაობაში
** მართვის მოწმობა
** სისწრაფე და ოპერატიულობა პრობლემების გადაჭრაში
** ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დასაქმების პროცედურა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: business-support@ltdlottus.com სათაურის ველში მიუთითეთ: "დისპეტჩერის ვაკანსია".
ვაკანსია ღიაა შერჩეული კანდიდატის დასაქმებამდე. შერჩეულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს ერთ კვირიანი ტრენინგი და ერთ თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.
|
|
|
|