|
დასახელება:
სერვისის სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
გასტრონომი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
STEAKHOUSE:
რესტორანი "Steakhouse by Gastronome" არის ადგილი, სადაც პრემიუმ ინგრედიენტები, მომზადების ტექნიკა და დახვეწილი ატმოსფერო განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ქმნის.
ვეძებთ სერვისის სუპერვაიზერს, რომელსაც შეუძლია ყოველი მომსახურება სტუმრისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციოს.
ეს პოზიცია საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის ვისაც მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიურ გარემოში მუშაობა და ახალო შესაძლებლობების აღმოჩენა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტების მონიტორინგი
** სერვისის გუნდის ზედამხედველობა
** სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა
** პერსონალის ქცევის, დისციპლინისა და ფორმის კონტროლი
** სტუმრებისთვის სრულყოფილი გამოცდილების შექმნა
** სტუმრის დახვედრა და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნა
** კერძების/სასმელების შეთავაზება მენიუს მიხედვით
** ჰიგიენისა და სანიტარულ ნორმებზე კონტროლი
* დარბაზისა და ინვენტარის სისუფთავის მონიტორინგი
მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილური ანაზღაურება 1800 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე (12:00-21:00-მდე ან 14:00-23:00-მდე)
** ჯანმრთელობის დაზღვევა (დასაქმებიდან 3 თვის შემდეგ)
** სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა ტრენინგებით
** მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო
** რესტორნის ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას გამზ. 22
გამოაგზავნეთ რეზიუმე 25 დეკემბრამდე: cv@gastronome.ge.
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სერვისის სუპერვაიზერი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|