Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Montisio
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
ბუტიკ-სასტუმრო "Montisio" კომპლექს "ახალ გუდაურში" აცხადებს სასტუმროს ადმინისტრატორის ვაკანსიას.

პოზიციის დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანაზღაურება: 1500 ლარი

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სასტუმროს სერვისებთან, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაციის ფლობა;
** ჯავშნებთან დაკავშირებული ინფორმაციის (ფასები, თავისუფალი ადგილები) სრულყოფილად ფლობა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდება (მეილი, სატელეფონო);
** არსებული სერვისების შესახებ სტუმრებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდება;
** სასტუმროს გუნდთან აქტიური და ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერის თვისებების გამოვლენა, პერსონალის ცვლების გრაფიკის კონტროლი;
** სტუმრების შემოსვლა-გასვლის დროის კონტროლი, გადახდების კონტროლი, მათი შეკითხვების დამუშავება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ნაღდი ფულის გადაბარების კონტროლი;
** სასტუმროს კუთვნილი ინვენტარის მოვლა;
** მოულოდნელი საჭიროების დადგომისას, სწრაფი რეაგირება და პრობლემის მოგვარება;
** შემოსავლების და ხარჯების მუდმივი კონტროლი და რეპორტინგი;
** სტუმრის უკმაყოფილების პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია სასტუმროს გამართულ ფუნქციონირებასთან.

სხვა მოთხოვნები:

** თავაზიანი, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი;
** ტერმინალის გამოყენების ცოდნა;
** მინიმუმ 2 (ორი) უცხო ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა (სასურველია);
** უსაფრთხოების და გადაუდებელი დახმარების პროცედურების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hotelmontisio@gmail.com
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე