Робота для біженців з України
სამეურნეო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სპეციალისტი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში.

ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს: https://skytel.ge/ge/main

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის გამზირი 23ა#
დაქვემდებარება - ოფისის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; ცვლადი გრაფიკი, წინასწარი შეთანხმებით.
კვირაში არაუმეტეს 40 სთ.
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისებზე 50 % - იანი ფასდაკლება

ფუნქცია - მოვალეობები:

** ოფისის სივრცეებში სხვადასხვა სახის სამეურნეო სამუშაოების ჩატარება;
** საჭიროების შემთხვევაში, სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის კონტრაქტორის მოძიება და შეთანხმება;
** გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** სამეურნეო ინვენტარის მარაგების კონტროლი და საჭიროების მიხედვით, შეკვეთის მოთხოვნა/შესყიდვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი;
** ქართულის ენის გამართულად ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** დროის სწორად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებული.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო სპეციალისტი". დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე