"ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N70
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანია "ტრანსპორტერი" — მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში რომელიც წარმოადგენს 80-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების და კომპანიის ცნობადობის სტაბილურ ზრდას;
** მარკეტინგის დეპარტამენტის მართვა და გუნდის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** ციფრული არხების (სოც. მედია, ვებ.გვერდები, იუთუბი და ა.შ.) მართვა და განვითარება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და ანალიზი;
** კლიენტების ბაზის წარმოება და მარკეტინგული მიზნებისთვის ეფექტურად გამოყენება;
** ბაზრის კვლევა, მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მოთხოვნებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** გარე პარტნიორებთან და მომწოდებლებთან (საერთაშორისო ბრენდებთან) თანამშრომლობა;
** ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა პარტნიორებთან კო-ბრენდირებული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** მარკეტინგული ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და მენეჯმენტთან;
მოთხოვნები:
** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 1 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** სტრატეგიული მარკეტინგის ცოდნა და გამოცდილება;
** ანალიტიკური უნარების მაღალი დონე (კამპანიების შედეგების ანალიზი, შედეგებზე და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები);
** სოციალური მედიის პლატფორმებისა და თანამედროვე მარკეტინგული ხელსაწყოების ცოდნა;
** ორგანიზების, ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარი;
** ავტო-მოტო ტექნიკის და სხვა მონათესავე სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, გამოცდილ და ამბიციურ გუნდთან ერთად, სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** ინოვაციურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდებთან და გუნდებთან მუშაობის უნიკალური შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე არაუგვიანეს 2025 წლის 13 დეკემბრისა.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VRzjFjSe
|