Робота для біженців з України
უფროსი მოლარე - ნავთლუღი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მოლარე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" თბილისში, ნავთლუღის ფილიალში, აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარეს პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეველეს #20
სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1450 ლარი

მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებების და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
** იურიდიული პირებისათვის ზედნადების გამზადების უზრუნველყოფა;
** არასწორად გატარებული საქონლის რეალიზაციის პროგრამიდან წაშლა უფროსი მოლარისათვის განკუთვნილი ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, აღნიშნულზე მაღაზიის მენეჯერის ინფორმირება;
** უფროსი მოლარისათვის განკუთვნილი, ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდის თანამშრომლებს შორის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება მომსახურების სფეროში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Vacancy@jibe.ge

ტელ: +995 557306169

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე