|
დასახელება:
რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
მიქსტა
|
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
მულტიპროფილური ლაბორატორია "მიქსტა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გამრეკელის ქ. N20
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე, შაბათი 11:00 დან 15:00 მდე
ანაზღაურება: 1350 ლარი ხელზე ასაღები
ძირითადი ფუნქციები:
** პაციენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება
** პაციენტის და შესაბამისი კვლევის რეგისტრაცია ლაბორატორიის პორტალზე
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება
** დღის ბოლოს სალაროს დახურვა და ანგარიშგება
** პაციენტების ჩაწერა და რიგის მართვა
** პაციენტების ინფორმირება ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** უპირატესობად ჩაითვლება იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** აუცილებელი საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული მოთხოვნები:
** კოლეგიალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოსტაზე ltd.miksta@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "რეგისტრატორი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|