|
დასახელება:
ინგლისურენოვანი გიდი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
|
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ინგლისურენოვანი გიდის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 (სამი) თვე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების ისტორიის, ისტორიის, პედაგოგიკის ან მომიჯნავე სფეროებში;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** ვიზიტორებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** საგანმანათლებლო პროგრამებთან და ღონისძიებებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი).
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) "საქართველოს კონსტიტუცია" (II თავი);
ბ) "საქართველოს შრომის კოდექსი";
გ) საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანება -"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე".
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვისა და სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტურების ჩატარება;
** ინფორმაციის ფლობა ექსპონატებისა და კოლექციების შესახებ;
** ტურების ადაპტირება სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად;
** ჩართულობა სპეციალურ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში;
** საგანმანათლებლო მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** სწრაფი რეაგირება ვიზიტორების გამოხმაურებასა და პრობლემებზე;
** მონაწილეობის მიღება მიმდინარე ტრენინგებსა და პროფესიულ განვითარებაში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40 საათისა ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
ანაზღაურება: 900 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ.სიღნაღი, შოთა რუსთაველის ქუჩა №8.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge
გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|