Робота для біженців з України
ძიძა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძიძა
მომწოდებელი: ოჯახი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
ვეძებთ ძიძას, ოჯახში სამუშაოდ, ახალშობილისთვის.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვის კვება, მოვლა, დაძინება;
** ბავშვის ოთახის დალაგება;
** ბავშვის ტანსაცმლის დალაგება;
** სხვა.

ოჯახში არის მეორე ბავშვიც 3 წლის. პერიოდულად, როცა დედა ახალშობილთან იქნება, 3 წლის ბავშვისთვის ყურადღების დათმობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ახალშობილთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საბავშვო ბაღში ან/და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ფსიქოგანათლება/ინფორმირებულობა ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** პოზიტიური;
** ემპათიური

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancynanny1@gmail.com

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე