Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=682005&print=yes&view=jobs
 
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 20:00-08:00 სთ ცვლიანობის გრაფიკით
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;
** შეკვეთილი პროდუქციის მიტანის დროს, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში ნივთის მორგებაში დახმარება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ღირებულების გადახდის უზრუნველყოფა საბანკო ტერმინალის ან სალარო აპარატის საშუალებით
** სამუშაო დღის დაწყებამდე და დასრულებისას კილომეტრაჟის ფოტოს გადაგზავნა ოპერატორისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი მითითების შესრულება ფუნქცია-მოვალეობის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინ. 1 წლიანი გამოცდილება საკურიერო/სადისტრიბუციო სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია უცხო ენების ცოდნა);
** მსუბუქი ავტომობილის მართვის მინ. 5 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებული.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კურიერი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია