Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=681862&print=yes&view=jobs
 
The Greennovation აქსელერაციის პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: The Greennovation აქსელერაციის პროგრამა
მომწოდებელი: PMCG
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 681862_Tender_4123707.zip
"The Greennovation" აქსელერაციის პროგრამის მიზანია ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაძლიერება ბიზნესში მდგრადი და ინოვაციური პრაქტიკების დანერგვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის მწვანე და ციფრულ ტრანსფორმაციას. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" პროექტის ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საკუთარი ბიზნესის მწვანე ან/და ციფრულ ტრანსფორმაციას ინოვაციური გეგმების/იდეების განხორციელების გზით.

პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს, გაიმდიდრონ ცოდნა და გამოცდილება მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით და ამ მხრივ ბიზნესისთვის არსებული სარგებლის შესახებ, ასევე პრაქტიკაში დანერგონ მწვანე/ციფრული ინოვაციური ბიზნეს იდეები.
შერჩეული და წარმატებული მონაწილეებისთვის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გარდა, პროგრამა დაეხმარება ბიზნესებს გააძლიერონ საინვესტიციო შესაძლებლობები, შემდგომში გარე დაფინანსების (ბანკები, საინვესტიციო ფონდები, კერძო ინვესტორები, დონორები) მოზიდვისთვის.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 30 მონაწილე, რომლებიც მიიღებენ მიზნობრივ ტექნიკურ დახმარებას, გაივლიან 16 კვირიან ინტენსიურ აქსელერაციის კურსს, ინდივიდუალურ მენტორინგს და სწავლებას, ხოლო საუკეთესო 10 მონაწილე მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას 10 000 - 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, ფონდიდან, რომლის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 180 000 აშშ დოლარს.

პროგრამის ფოკუსი

პროგრამა მიმართულია ინოვაციური ბიზნეს იდეების მხარდაჭერაზე, განვითარებასა და განხორციელებაზე, რომლებიც ორიენტირებულია მწვანე და ციფრულ ტრანსფორმაციაზე.
პროგრამა არ ზღუდავს მონაწილეობას ბიზნესის საქმიანობის სექტორის მიხედვით (გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობები, რელიგიური, პოლიტიკური, საომარი და სხვა მსგავსი აქტივობები, ასევე თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლური სასმელების წარმოება, აზარტული თამაშების მოწყობა), თუმცა, წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა/იდეა უნდა შეესაბამებოდეს მწვანე ან/და ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებს (სხვადასხვა სექტორში მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის მაგალითები მოცემულია დანართი 3-ში).

პროგრამის ეტაპები

პროგრამა შედგება 4 ეტაპისგან:

** შერჩევა - აღნიშნული ეტაპის ფარგლებში მოხდება 30 მონაწილის შერჩევა, რომლებიც გაივლიან ინტენსიურ აქსელერაციას. შერჩევა მოხდება შემოსული განაცხადების განხილვის და აღნიშნულის შედეგად შერჩეულ განმცხადებლებთან ინტერვიუების გზით.
** აქსელერაცია - აღნიშნული ეტაპი მოიცავს 16-კვირიან აქსელერაციის კურსს, რომელიც განხორციელდება მოწვეული მენტორების მიერ. აქსელერაციის კურსი ფარავს ბიზნესის განვითარების, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადი განვითარების მიზნების, ბიზნესის საინვესტიციო მიმზიდველობის გაძლიერების და სხვა დაკავშირებულ საკითხებს.
** ფინანსური მხარდაჭერა - აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ნაწილი იქნება საკონკურსო დღე (Pitch Day), როდესაც აქსელერაციის პროგრამის თითოეულ მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა, შესარჩევი კომიტეტის წინაშე წარმოადგინოს საკუთარი მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის ბიზნეს გეგმა და ახსნას, რა გავლენა ექნება ამ იდეის განხორციელებას მისი ბიზნესის განვითარებაზე და ზოგადად, მაგ: მუნიციპალიტეტის ეკონომიკის მწვანე/ციფრულ ტრანსფორმაციაზე. საკონკურსო დღის ფარგლებში, შემდგომი ფინანსური მხარდაჭერისთვის შეირჩევა 10 გამარჯვებული მონაწილე. ფინანსური მხარდაჭერის საერთო ფონდი შეადგენს 180 000 აშშ დოლარს. (დანართი #1-ში მოცემულია მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მაგალითები)
** განხორციელება - ფინანსური მხარდაჭერის გაცემის შემდეგ, მოხდება მისი განხორციელების მონიტორინგი, რომლის პროცესში გამარჯვებულ ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ განგრძობითი მენტორინგით და პროგრამის განმახორციელებელი გუნდის ტექნიკური მხარდაჭერით.

მონაწილეობის კრიტერიუმები

პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნეს სუბიექტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საბაზისო კრიტერიუმებს:

** უნდა წარმოადგენდნენ იურიდიულ პირებს, რომლებიც დაფუძნებულები არიან საქართველოში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
** უნდა აკმაყოფილბდნენ სულ მცირე ერთ ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმს:
- ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტში.
- გეგმავს სამეწარმეო საქმიანობის დაწყება/გაფართოებას ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
- სამეწარმეო საქმიანობაში იყენებს ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტიდან მიღებულ ნედლეულს (მაგ: პირველადი პროდუქტის გადამუშავება).
** უნდა იყვნენ აქტიურები სულ მცირე 1 წლის განმავლობაში.
** არ უნდა ჰქონდეთ მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, ასევე არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

თუ ბიზნეს სუბიექტი არის სხვა ტექნიკური ან ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე (მაგ: აწარმოე საქართველოს, სოფლის განვითარების სააგენტოს ან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამების, ასევე დონორული მხარდაჭერის პროგრამების მონაწილე), აღნიშნული არ წარმოადგენს პროგრამაში მონაწილეობისთვის შეზღუდვას.

თუ აპლიკანტი ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული საბაზისო კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, აღნიშნული წარმოადგენს შერჩევიდან ავტომატური დისკვალიფიკაციის საფუძველს.

შერჩევის კრიტერიუმები

პროგრამაში შესარჩევად, წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მწვანე ან/და ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა - განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საკუთარ ბიზნესში მწვანე ან/და ციფრული ტრანსფორმაციის დანერგვის გეგმა/აღწერა. გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მწვანე ან/და ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებს. უპირატესობა მიენიჭება დეტალურად განსაზღვრულ გეგმებს, რომლებიც აღწერს მისაღებ სარგებელს, სავარაუდო ბიუჯეტს, ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, და ა.შ. დამატებითი უპირატესობა მიენიჭება აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მხრიდან წინა გამოცდილების არსებობას.
** ეკონომიკური გავლენა - განმცხადებელმა უნდა აღწეროს რა სარგებელი შეიქმნება მისი ბიზნესისთვის, მუნიციპალიტეტის ეკონომიკისთვის ან მის ფარგლებს გარეთ მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის გეგმის განხორციელების შედეგად.
** იდეის/გეგმის ინოვაციურობა - უპირატესობა მიენიჭება მეტად ინოვაციურ იდეებს, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ კონკრეტულ დარგში/სექტორში სიახლეს და შესაძლებელი იქნება მათი შემდგომი რეპლიკაცია სხვა ბიზნესებში.
** გარე დაფინანსების მოზიდვის გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება გარე დაფინანსების (არასაკუთარი ფინანსები, როგორიცაა სესხი, გრანტი, წილობრივი მონაწილეობა და სხვა) მოზიდვის და წარმატებული განხორციელების გამოცდილების მქონე ბიზნეს სუბიექტებს.
** ბიზნესის ან/და მმართველი გუნდის გამოცდილება - განმცხადებელი ბიზნესის წინა გამოცდილება ანალოგიურ პროგრამებში მონაწილეობის კუთხით. ასევე, ბიზნესის მმართველის ან/და მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის განმახორციელებელი გუნდის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება ბიზნესის წარმართვის/ბიზნეს პროექტების განხორციელების მიმართულებით. უპირატესობა მიენიჭება მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით გამოცდილების მქონე ბიზნესს/განმახორციელებელ გუნდს.

შერჩევისას, დამატებითი უპირატესობა მიენიჭებათ ქალი მეწარმეების მფლობელობაში (ბიზნესის 51%-ის ან მეტი წილის მფლობელი) ან/და მართვაში არსებულ ბიზნესებს და ბიზნესებს, სადაც მფლობელი (ბიზნესის 51%-ის ან მეტი წილის მფლობელი) ან/და მმართველი არის ახალგაზრდა (აღნიშნული მიზნებისთვის ახალგაზრდად ითვლება პირი 18-28 წლის ასაკობრივ კატეგორიაში).

შეფასების სისტემა

კრიტერიუმი - აღწერა - ქულები

** შესაბამისობა მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკებთან
შეფასდება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა/იდეა და მისი შესაბამისობა მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებთან და პრაქტიკებთან, ასევე ამ კუთხით არსებული წარსული გამოცდილება
- დეტალური გეგმა, წინა გამოცდილების არსებობით: 20-25 ქულა
- დეტალური გეგმა, წინა გამოცდილების გარეშე: 15-19 ქულა
- გეგმა, დეტალური შინაარსის და გათვლების გარეშე: 10-14 ქულა
- იდეა, გეგმის გარეშე: 0-9 ქულა
მაქსიმალური ქულა: 25
** ეკონომიკური გავლენა
შეფასდება, რა გავლენას მოახდენს მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა კონკრეტული ბიზნესის, სექტორის, მუნიპალიტეტის ან/და ეკონომიკის განვითარებაზე (ხარჯების ოპტიმიზაცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ.)
- ძლიერი გავლენა (დადებითი ეკონომიკური ეფექტები სცილდება კონკრეტული ბიზნესის ან/და მუნიციპალიტეტის ფარგლებს): 15-20 ქულა
- საშუალო გავლენა (მაქსიმალური სარგებელი კონცენტრულია კონკრეტულ სექტორში): 8-14 ქულა
- მცირე გავლენა (სარგებელი შემოიფარგლება კონკრეტული ბიზნესით, ან საერთოდ არ არის გამოკვეთილი): 0-7 ქულა
მაქსიმალური ქულა: 20
** ინოვაციურობა და გავრცელება
შეფასდება, რამდენად ინოვაციურია წარმოდგენილი მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა (მაგ: წარმოადგენს სიახლეს კონკრეტულ სექტორში ან მუნიციპალიტეტში და ა.შ.) და რამდენად აქვს რეპლიკაციის პოტენციალი (სექტორის სხვა ბიზნესებში ან სხვა სექტორებში/მუნიციპალიტეტებში დანერგვის შესაძლებლობა)
- მაღალი ინოვაციურობა/რეპლიკაციის მაღალი პოტენციალი: 15-20 ქულა
- საშუალო ინოვაციურობა/რეპლიკაციის საშუალო პოტენციალი: 8-14 ქულა
- დაბალი ინოვაციურობა/რეპლიკაციის დაბალი პოტენციალი: 0-7 ქულა
მაქსიმალური ქულა: 20
** გარე დაფინანსების მოზიდვის გამოცდილება
შეფასდება, რამდენად აქვს ბიზნეს სუბიექტს გარე დაფინანსების მოზიდვის და წარმატებული განხორციელების გამოცდილება - ძლიერი გამოცდილება (სხვადასხვა წყაროდან დაფინანსების მოზიდვა, მათ შორის მსგავსს საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება): 10-15 ქულა
- საშუალო გამოცდილება (საგრანტო დაფინანსების გამოცდილების არარსებობა, თუმცა სხვა წყაროებიდან დაფინანსების მოზიდვის გამოცდილება): 5-9 ქულა
- მინიმალური გამოცდილება (ერთი წყაროდან მაინც გარე დაფინანსება ან ასეთის არარსებობა): 0-4 ქულა
მაქსიმალური ქულა: 15
** ბიზნესის/განმახორციელებელი გუნდის გამოცდილება
შეფასდება, რამდენად გამოცდილია ბიზნეს სუბიექტი (მაგ: მსგავსს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, ბიზნესის მუშაობის ხანგრძლივობა), ასევე რამდენად გამოცდილია მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის განმახორციელებელი გუნდი
- მაღალი გამოცდილება (ანალოგიურ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება, გამოცდილება მწვანე/ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, 5+წლის ბიზნესის გამოცდილება და ა.შ.): 10-15 ქულა
- საშუალო გამოცდილება (გარკვეული გამოცდილება ანალოგიურ პროგრამებში, 2-5 წლის ბიზნეს გამოცდილება და ა.შ.) 5-9 ქულა
- საბაზისო გამოცდილება (1 წლამდე ბიზნეს გამოცდილება, ანალოგიურ პროგრამებში მონაწილეობის წინა გამოცდილების გარეშე): 0-4 ქულა
მაქსიმალური ქულა: 15
** ინკლუზიურობა (ბონუს ქულა)
დამატებითი ქულები ქალი მეწარმეების მართვაში/მფლობელობაში არსებულ ბიზნესებს ან/და ბიზნესებს, სადაც მფლობელი ან/და მმართველი ახალგაზრდას წარმოადგენს
- აკმაყოფილებს ერთ ან ერთზე მეტ დამატებით მოთხოვნას: მაქსიმუმ 5 ქულა
- არ აკმაყოფილებს არცერთ დამატებით მოთხოვნას: 0 ქულა
მაქსიმალური ქულა: 5

მინიმალური ქულა (გამსვლელი): 60
მაქსიმალური ქულა: 100

წარსადგენი დოკუმენტაცია

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

** შევსებული განაცხადის ფორმა.
** განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
** ბოლო 3 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშები ან სხვა ტიპის დოკუმენტი (მაგ: მოგება-ზარალი), რომელიც ასახავს ბიზნეს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობას, ბრუნვის ოდენობას და ხელმოწერილია ბიზნეს სუბიექტის ხელმძღვანელი პირის ან/და ბუღალტერის მიერ.
** ცნობა სსიპ "შემოსავლების სამსახურიდან" სახელმწიფოს მიმართ დავალიანებას არქონის თაობაზე.
** ცნობა "აღსრულების ეროვნული ბიუროდან" იმის თაობაზე, რომ მეწარმე სუბიექტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

შესავსები ფორმები:

აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემული ორი სააპლიკაციო ფორმა:

** Greenovation - აქსელერაციის პროგრამა - Fill out form
** Greenovation - საინფორმაციო კითხვარი - Fill out form

*დანართ #2-ში მოცემულია სააპლიკაციო ფორმების MS word ვერსია, რათა დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ კითხვებზე პასუხების წინასწარ მომზადება.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ მითითებულ ლინკზე შევსებული აპლიკაციები განიხილება.

საინფორმაციო შეხვედრა:

Greenovation აქსელერაციის პროგრამის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 25 ნოემბერს, 15:00 საათზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მითითებულ თარიღზე შემოგვიერთდით შემდეგ ლინკზე:
Join Zoom Meeting:
https://us06web.zoom.us/j/82647466035?pwd=rA8p1wEDZMDRnLAHbrCHIY43qQ0ovC.1
Meeting ID: 826 4746 6035
Passcode: 672599
ასევე, კითხვები შეგიძლიათ გაგვიზიაროთ შემდეგ მისამართზე: e.gvinjilia@pmcginternational.com

ვადები:

პროგრამის ხანგრძლივობა - 12 თვე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 1 დეკემბერი, 2025 წელი, 18:00 საათი (თბილისის დროით)
შერჩეულ განმცხადებლებთან ინტერვიუების ვადა - 5-12 დეკემბერი, 2025 წელი
პროგრამის დაწყება - 15 დეკემბერი, 2025 წელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია