Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: თბილისი გრუპი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"თბილისი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** შემომავალ ზარებზე მომხმარებლის სრული მხარდაჭერა, ზარების მიღება/ უკუკავშირი ;
** აბონენტის პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებაში დახმარება.
** კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სოციალურ ქსელებში დაინტერესებული მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სოციალურ ქსელებში, კომენტარების მართვა;
** შემოსულ ელ-წერილებზე უკუკავშირის დაბრუნება.

სამუშაო გრაფიკი და ადგილი:

** სამუშაო ადგილი: თბილისი. წერეთლის 142
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10- საათიდან 19 - საათამდე.
** ანაზღაურება: 900 ლარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე: tbilisigroupinfo@gmail.com (გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 0322250101

"თბილისი გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე