Робота для біженців з України
ინგლისური სიმულაციის ინსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური სიმულაციის ინსტრუქტორი
მომწოდებელი: International Visa Center
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
International Visa Center აცხადებს ვაკანსიას ინგლისური სიმულაციის ინსტრუქტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (შესაძლებელია ონლაინ მუშაობა)
დასაქმების ტიპი: ნაწილობრივი ან სრული განაკვეთი

პოზიციის აღწერა:

"International Visa Center" ეძებს ინგლისური ენის პროფესიონალ ტრენერს, რომელიც მოამზადებს ვიზა აპლიკანტებს საკონსულო გასაუბრებისთვის.

პოზიცია მოიცავს რეალური ინტერვიუს სიმულაციებს, თემატურ ლექსიკასა და საუბრის უნარის განვითარებას იმ მიზნით, რომ აპლიკანტებმა შეძლონ თავდაჯერებულად გაიარონ ვიზის გასაუბრება აშშ, ბრიტანეთის, კანადის და სხვა ქვეყნების საელჩოებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება (ონლაინ ან ოფისში);
** საკონსულო გასაუბრების სიმულაციების ჩატარება რეალური სცენარის მიხედვით;
** აპლიკანტების ენობრივი და კომუნიკაციური უნარების შეფასება;
** სასწავლო მასალების შექმნა/განახლება და შედეგების მონიტორინგი;
** თანამშრომლობა ვიზა ცენტრის გუნდთან საერთო სტრატეგიის დასახვად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (მინ. C1 დონე);
** სასურველია გამოცდილება IELTS Speaking, Interview Coaching ან ESL სწავლების სფეროში;
** გამართული კომუნიკაციის უნარი და სასიამოვნო პრეზენტაციის სტილი;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა.

პირობები:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შესაძლებელია დისტანციურად);
** მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო;
** ბონუს სისტემა შედეგებზე დაყრდნობით;
** ანაზღაურება - შეთანხმებით (საათობრივი ან ფიქსირებული).

საკონტაქტო ელფოსტა: info@visacentre.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე