Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მკაფა, ფერმა, კიმბერლი კლარკი და სხვა.) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ბრენდ მენეჯერის თანაშემწეს თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდ მენეჯერთან ერთად ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების დაგეგმარება.
** აქტიურ ბრენდებთან კომუნიკაცია და რეპორტინგი.
** მონაწილეობა მარკეტინგული და პრომო აქტივობების დაგეგმარებაში.
** საწყობში და ქსელში არსებული ნაშთების კონტროლი.
** შესყიდვების პროცესებში ჩართულობა.
** მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში .
** მოახდინოს ბაზრის/მომხმარებლის კვლევა.
** აწარმოოს კომპანიის მიერ დაგეგმილ აქციებზე და პროექტებზე მონიტორინგი და შემდგომ მისი ეფექტურობის დადგენა.
** კონკრეტული დავალებების შესრულება ხელმძღვანელის დავალებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
** ინგლისური ენისა და რუსული ენის (სასურველია) ცოდნა;
** Ms Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა)
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განაკვეთი:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად, კანდიდატთან შეთანხმებით.
** მის: თბილისი, ა.წერეთლის გამზ. N 113დ.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე